—

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: "TAP და სამხრეთ კავკასიური მილსადენი სწრაფად უნდა გაფართოვდეს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ"

154
აზერბაიჯანის პრეზიდენტი: "TAP და სამხრეთ კავკასიური მილსადენი სწრაფად უნდა გაფართოვდეს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ"
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა პოტენციურ მოთხოვნილებამდე მივიყვანოთ. არა მარტო TAP, არამედ სამხრეთ კავკასიის მილსადენიც სწრაფად უნდა გაფართოვდეს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში კასპიის ნავთობისა და გაზის 27-ე საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება InterPress.ge AZERTAC-ზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის აღნიშვნისას, პრეზიდენტმა თქვა: „TAP მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებაში და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი სამომავლო გეგმების განხორციელებაში. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ამ კუთხით ევროკომისიასთან და ამ წლის თებერვლის დასაწყისში ბაქოში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარსა და ჩვენს ენერგეტიკის მინისტრს შორის განხილვის შედეგად, ჩვენ დავამყარეთ ენერგეტიკული დიალოგი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის. დღის წესრიგი ძალიან ფართოა, მოიცავს ტრადიციულ სფეროებს, როგორიცაა ნავთობი და გაზი.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში ასევე არის ელექტროენერგიის, განახლებადი ენერგიის, წყალბადის და ენერგოეფექტურობის საკითხები: „ვფიქრობ, რომ საკითხების ფართო სპექტრი და აქტიური თანამშრომლობა ამ საკითხებში საშუალებას მოგვცემს მეტი გაზი გვქონდეს ექსპორტისთვის“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →