—

თბილისში უძრავი ქონების ფასი 4.2 %-ით გაიზარდა, გაზრდილია ბინის დაქირავების საფასურიც

21
თბილისში უძრავი ქონების ფასი 4.2 %-ით გაიზარდა, გაზრდილია ბინის დაქირავების საფასურიც
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში, 2022 წლის პირველ კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 4.2 პროცენტითაა გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ბინების ფასები 5.4 %-ით, კერძო სახლების კი 2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს მხოლოდ უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს,.

რაც შეეხება ბინების დაქირავებას, იგივე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ბინების ქირის ფასი მარტში 3 % -ით, ხოლო აპრილში 1.7 %-ით გაიზარდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, თბილისში ბინების დაქირავება, მარტში წინა თვესთან შედარებით 6.2 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო აპრილში ფასების მატებამ 1.5 % შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში ბინების დაქირავების ფასები 2022 წლის იანვრიდან აპრილამდე არ შეცვლილა. უძრავი ქონების დაქირავების მონაცემები 2022 წლის იანვრიდან აპრილამდე არ შეცვლილა არც ბათუმში. თელავში, უძრავი ქონების დაქირავების მონაცემები მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უცვლელი დარჩა, უშუალოდ 2022 წლის მარტში, თებერვალთან შედარებთ უძრავი ქონების დაქირავების ფასი 1.9%-ით შემცირდა, ხოლო აპრილში ეს მაჩვენებელი 11.5 %-ით გაიზარდა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →