—

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს

14
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

„საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს.

კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში პროკურატურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თქვენ ყოველდღიურად შრომობთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდეს.

დამოუკიდებლობის პერიოდის ხანგრძლივი ტრანსფორმაციების შემდეგ დღეს, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა იქცა ეფექტიან, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე სისტემად, ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების, მართლწესრიგის უზრუნველყოფის ძლიერ დასაყრდენად. მადლობას გიხდით იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლაში შეგაქვთ და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →