—

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ხვალ დაინიცირდება

11
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ხვალ დაინიცირდება
მოსასმენად დააჭირეთ

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ხვალ დაინიცირდება.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება განმეორდება, ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

ამასთან, კანონმდებლობის დონეზე ახალი სამართალდარღვევის სახე შემოდის – თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემაზე.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევიდან თბილისის მუნიციპალიტეტში ჯარიმის სახით 2021 წელს შესულია – 69 708 ლარი, ხოლო 2022 წელს – 44 581 ლარი.

ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და გივი ჭიჭინაძე.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →