—

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით

12
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა "თავისუფლებას" ვამბობთ, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტის დამსწრე საზოგადოებას, რითიც ამერიკასა და…

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა "თავისუფლებას" ვამბობთ, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტის დამსწრე საზოგადოებას, რითიც ამერიკასა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობას ხაზი გაუსვა.

მისივე თქმით, უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ერთ-ერთი უდიდესი თავისუფლების პროექტია, რაშიც სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ, რაღაც შეიცვლება თქვენ, ამერიკელ ხალხსა და ჩვენს ურთიერთობაში, ის უკვე იცვლება, ჩვენ უფრო დავახლოვდით. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა "თავისუფლებას" ვამბობთ. გასულ სექტემბერში უკრაინაში რომ დავბრუნდი, ძალიან გამხნევებული ვიყავი. ვფიქრობდი, რამდენის გაკეთება შეგვეძლო ერთად. ახლა ვგრძნობ მსგავს ამაღლებულ განწყობას, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს თვალებს და მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი იქნება უკრაინაში და ჩვენს ომის შემდგომ რეკონსტუქციას დაეხმარებით, რადგან ეს, თავისუფლების დაცვის შესახებ ყველაზე დიდი პროექტია, რომელშიც თქვენს თაობას მონაწილეობა შეუძლია. ჩვენი ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →