—

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ - ერთადერთი ბერკეტი გქონდათ დარჩენილი, ომში ჩაგერთოთ ქვეყანა

16
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ - ერთადერთი ბერკეტი გქონდათ დარჩენილი, ომში ჩაგერთოთ ქვეყანა
მოსასმენად დააჭირეთ

ერთადერთი ბერკეტი გქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ისიც არ გამოგივიდათ. შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის…

ერთადერთი ბერკეტი გქონდათ დარჩენილი, რომ რამენაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ისიც არ გამოგივიდათ. შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი ქვეყანაში იმ ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია მოეხდინა და რომ არა ხელისუფლება, დღეს საქართველოში მეორე მარიუპოლი იქნებოდა.

„იცით რა არის უბედურება? თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია და რეალურად არაფერი არ გაგაჩნიათ, ერთადერთი ბერკეტი, რაც გქონდათ დარჩენილი, რომ რაიმენაირად ომში მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ისიც არ გამოგივიდათ. შემოაგზავნეთ მთავარი კონტრაბანდის საქონელი სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რაც არ გამოგივიდათ, არც გამოგივათ არასოდეს. ამის შემდეგ ისმის კითხვა, რატომ შემოვიდა ბატონი სააკაშვილი საქართველოში - ერთადერთი მიზნით, რომ რამენაირად მომხდარიყო დესტაბილიზაცია. მანამდე ვთქვი კიდევაც, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნოემბერ-დეკემბერში იგეგმებოდა. როდესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ნიშნავს თუ არა ეს მთლიანი ქვეყნის დესტაბილიზაციას? ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება, რომ ხელმეორედ გაიმართოს ომი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →