—

ირაკლი კობახიძე - საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში

11
ირაკლი კობახიძე - საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში, სამწუხაროდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში, სამწუხაროდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალები პოლიტიკაში დამაზიანებელია დემოკრატიული სისტემისთვის და ქვეყანაში ბევრ რამეს აფერხებს.

„საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტპატიმარი და ეს ყველამ იცის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, ამას მიჩვეული ვართ. ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ეს არის მოცემულობა. კრიმინალები პოლიტიკაში არის ის, რაც, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი დემოკრატიული სისტემისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ კრიმინალები წარმოდგენილი. ის, რომ კრიმინალები არიან ოპოზიციაში ბევრ რამეს აფერხებს ქვეყანაში. მათ შორის, ეს კრიმინალები დღეს ეწევიან აგიტაციას იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირდაპირ აანონსებენ რაღაცებს, მათ შორის, პროტესტს და ა. შ. კრიმინალები, რომ არიან ოპოზიციაში ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, თუმცა, გადამწყვეტ ზიანს ისინი ჩვენს ქვეყანას ვერ მიაყენებენ, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა კობახიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →