—

სესხის გამცემმა სუბიექტებმა წელს 344,079 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს

26
სესხის გამცემმა სუბიექტებმა წელს 344,079 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს
მოსასმენად დააჭირეთ

მიმდინარე წლის პირველ კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 344,079 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სესხის გამცემი სუბიექტების კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში 1,041 მლრდ ლარის (753 144 სესხი) სესხი გაიცა, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში კი 697,567 მლნ ლარის (614 627 სესხი).

ამასთან, მიმდინარე წელს 974,629 მლნ ლარის სესხი ფიზიკურ პირებზე გაიცა, 67,017 მლნ ლარის იურიდიულ პირებზე.

2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებს შორის, ყველაზე დიდი წილი ონლაინ სესხებზე მოდის.

ონლაინ სესხები - 305 607 სესხი (346,721 მლნ ლარი)ლომბარდი - 265 760 სესხი (277,729 მლნ ლარი)სამომხმარებლო სესხები - 161 310 სესხი (291,182 მლნ ლარი)სოფლის მეურნეობა - 13 917 სესხი (29,656 მლნ აშშ დოლარი)ვაჭრობა და მომსახურება - 2 498 სესხი (9,828 მლნ აშშ დოლარი)

რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებს, ყველაზე რაოდენობით სალომბარდე კრედიტები გაიცა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →