—

ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველომ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მიიღოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე

15
ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველომ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მიიღოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
მოსასმენად დააჭირეთ

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან იმისთვის, რომ საქართველომ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მიიღოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა…

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან იმისთვის, რომ საქართველომ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მიიღოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზას.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. საქართველო, ჩვენი მთავრობა, საქართველოს პრემიერი ყველა ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვსაუბრობთ საქართველოს პოზიციაზე. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ მკაფიო განმარტება მივეცით ჩვენს მეგობრებს. საქართველო აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებში. ერთი მხრივ, როგორც იცით, აქტიურად ვუზრუნველყავით და ვაგრძელებთ, რომ უკრაინელ ძმებს და დებს ჰუმანიტარული ხაზით დავეხმაროთ, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან, თანამეგობრობასთან ერთად აქტიურად ვართ ჩართული ჩვენი დიპლომატიური ხაზით, რათა უკრაინელ ხალხს აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატოთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორები ნათლად და მკაფიოდ აფიქსირებენ ევროპული მომავლის, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას.

„ჩვენ, ჩვენი მხრივ არსებული გამოცდილებით მაქსიმალურად სწრაფად და მოკლე დროში ვუზრუნველყავით კითხვარის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა. აუცილებლად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ევროპული მომავლის უზრუნველყოფას“,- აღნიშნავს მინისტრი.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →