—

ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობაში

12
ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობაში
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ილჰამ ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება.

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენ და თქვენს მთელ მოსახლეობას მეგობარი საქართველოს ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება. ეს წელი განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში – აღვნიშნავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.

მოხარული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების ნების ასახვით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით გაგრძელდება და წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ამ სადღესასწაულო დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მარადიულ კეთილდღეობას. პატივისცემით, ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი“, – წერია მიმართვაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →