—

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც, ერთიან საქართველოში, დამოუკიდებლობის დღეს აფხაზებიც, ოსებიც და ქართველებიც ერთად ვიდღესასწაულებთ

12
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც, ერთიან საქართველოში, დამოუკიდებლობის დღეს აფხაზებიც, ოსებიც და ქართველებიც ერთად ვიდღესასწაულებთ
მოსასმენად დააჭირეთ

„მთელ საქართველოს ვულოცავ მთავარ დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ერთად ვიდღესასწაულებთ ამ დღეს აფხაზებიც, ოსებიც, ქართველებიც. ფსოუზეც იქნება ზეიმი და როკის…

„მთელ საქართველოს ვულოცავ მთავარ დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ერთად ვიდღესასწაულებთ ამ დღეს აფხაზებიც, ოსებიც, ქართველებიც. ფსოუზეც იქნება ზეიმი და როკის გვირაბთანაც, ერთიან საქართველოში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება ერთიან, დიდ ევროპულ ოჯახთან ერთად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადია, თუმცა, იქამდე, ქვეყანაში აუცილებელია სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება.

„საქართველო ევროკავშირის წევრობასაც მიიღებს. უბრალოდ, ამისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ერთიანობა და მშვიდობა შევინარჩუნოთ, რადგან ისტორიის ძალიან რთული პერიოდი დგას არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ჩვენი საზოგადოება კარგად გრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და ამ ერთიანობის განცდით, რუსთაველი დილიდანვე, ხალხითაა სავსე. ყველა იმ განწყობითაა მოსული, რომ არა მხოლოდ ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, არამედ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთად დგომისა და ერთმანეთის გაძლიერების განწყობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →