—

“ახალგაზრდული მედია-კავშირის” ორგანიზებით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

10
“ახალგაზრდული მედია-კავშირის” ორგანიზებით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

“ახალგაზრდული მედია-კავშირის” ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, კომპანია „სოკარისა“ და „სამორინე შანგრილას“ მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, პატარა ლილოს მთაზე…

“ახალგაზრდული მედია-კავშირის” ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, კომპანია „სოკარისა“ და „სამორინე შანგრილას“ მხარდაჭერით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, პატარა ლილოს მთაზე, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შშმ პირები.

„ამჯერად, საკუთარი ოცნება 50–ზე მეტმა შშმ პირმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა და საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა აიხდინა. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლეები. ოცნებების ახდენაში, მონაწილეებს, სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციები დაეხმარა“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

ამავე უწყების ცნობით, პარაპლანით ფრენა, ეტლებით პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →