—

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტჯერ იტყვის სიტყვა „რუსეთს“ - მგონი, ამასობაში შეუყვარდათ რუსეთი და პუტინი

19
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტჯერ იტყვის სიტყვა „რუსეთს“ - მგონი, ამასობაში შეუყვარდათ რუსეთი და პუტინი
მოსასმენად დააჭირეთ

ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა…

ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი ძალიან ხშირად ახსენებენ რუსეთს „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, თუმცა რეალურად ისინი აკეთებენ რუსეთის საქმეს.

„მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, პუტინს ვინ მეტჯერ ახსენებს და მე მგონი შეუყვარდათ ამასობაში რუსეთი და პუტინი. ჟურნალისტიდან დაწყებული, პოლიტიკოსით გაგრძელებული, ვინც ომისა და ღალატის პარტიას წარმოადგენენ. ამ დროს რეალურად სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის, პუტინის საქმეს და ოკუპანტის საქმეს.

მაგალითად, როდესაც ისინი აშშ-ის საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს დისკრიმინაცია კონკრეტული მოსამართლის, კონკრეტული „ქეისის გამო“, თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ამას, მაგალითად სახალხო დამცველი, არა თუ ასე ამბობს და აბრალებს, არამედ მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას. მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →