—

ხმაური პარლამენტის სესიაზე- დაპირისპირება ,,ენმ" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს შორის

23
ხმაური პარლამენტის სესიაზე- დაპირისპირება ,,ენმ" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს შორის
მოსასმენად დააჭირეთ

ხმაური პარლამენტის სესიაზე- დაპირისპირება ,,ენმ" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა მმართველი პარტიის ლიდერმა დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში…

ხმაური პარლამენტის სესიაზე- დაპირისპირება ,,ენმ" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძესა და ,,ქართული ოცნების" დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს შორის მაშინ დაიწყო, როცა მმართველი პარტიის ლიდერმა დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტით დადგენილი წესით დასაბარებელი მინისტრების სია გააცნო. 

ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, მმართველ პარტიას რეგლამენტი დაუწუნა, რასაც სხდომაზე შელაპარაკება და ხმაური მოჰყვა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას ის 7 თვე გაახსენა, როცა ისინი პარლამენტში არ შევიდნენ და საკანონმდებლო ცხოვრებას ჩამოშორდნენ.

თქვენ რომ მოგეჩვენათ, თითქოს ახლა დავიწყეთ რეგლამენტის გამოყენება, შეგახსენებთ იმ ძვირფას 7 თვეს, როცა ვერ მოიცალეთ.

არა თუ რეგლამენტს არ იყენებდით, არამედ პარლამენტში საერთოდ არ მობრძანებულხართ!  - განაცხადა ოპოზიციის მისამართით არჩილ თალაკვაძემ.

საპასუხოდ ხატია დეკანოიძემ ხელისუფლების მისამართით ბრალდება გააჟღერა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" მიუხედავად დახარჯული მილიარდებისა, პანდემიის პროცესი ვერ მართა.

ბატონო აჩიკო, კარგად გეტყობოდათ, როგორ მართეთ პანდემია, 7 მილიარდი რომ დახარჯეთ და საერთოდ რეალური ვერაფერი - თქვა ხატია დეკანოიძემ.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ დრო არ ითმენს - სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსაკვლევია და ამიტომ პირველ რიგში დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრს უნდა მოუსმინონ.
,,ოცნების" გადაწყვეტილებით, მინისტრის საათი პარასკევს გაიმართება, მაგრამ რიგში პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.

საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან პრემიერს და  ეკონომიკის მინისტრსაც,  ჯამში 4 მინისტრს.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →