—

გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, მიეცით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მესამე პრეზიდენტს - \"დროას\" მიმართვა ხელისუფლებას

21
გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, მიეცით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მესამე პრეზიდენტს - \"დროას\" მიმართვა ხელისუფლებას
მოსასმენად დააჭირეთ

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხსნას ყველა ბარიერი, რაც ქვეყანას ხელს უშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს ეს…

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხსნას ყველა ბარიერი, რაც ქვეყანას ხელს უშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ქვეყანა იმსახურებს ეს სტატუსი მიიღოს. 

ელენე ხოშტარიამ კონკრეტული ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას:

"ხმამაღლა და კატეგორიულად მოგმართავთ მოხსენით ის ბარიერები, რაც დღეს აფერხებს ჩვენ ევროპულ მომავალს. კერძოდ, გაათავისუფლეთ ნიკა გვარამია, როგორც ამას გეუბნებათ "ამნესთი ინთერნეიშენალი", დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ, ეს მათი სიტყვებია. მიეცით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მორჩით ძალადობრივი ჯგუფებით ქვეყანაში დაპირისპირების, ცემა-ტყეპის მოწყობას, მორჩით პოლიციის შენობაში ადამიანების ცემას, გაათავისუფლეთ სასამართლო, სასამართლო რომლის ერთ-ერთი წევრი უკვე სანქცირებულია ნიკა გვარამიას საქმის გამო, გადადგით ეს ნაბიჯები, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისი თქმით, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება წინაპრებისა და მომავლის წინაშე, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გააჩეროს

(Mtavari Arxi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →