—

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია

23
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია
მოსასმენად დააჭირეთ

კიევში, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მოუთმენლად ელის…

კიევში, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მოუთმენლად ელის ივნისში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

“ევროპაში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენი ახლო მეგობრების (პოლონელების) გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხანია ევროპის ნაწილია და მართლაც, ღირებულებების შესახებ ხმამაღლა საუბრის გარეშე, ანალოგიურად ვფიქრობთ ჩვენც და გვჯერა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად, საჭიროა ბიუროკრატიული და ტექნიკური საკითხები და მათ დასაძლევად, უკრაინელებს ძლიერი ელჩები სჭირდებათ. ზელენსკი პოლონეთს ერთ-ერთ ასეთ ელჩს უწოდებს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება) აუცილებლად მოხდება. ჩვენ ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით”, - დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →