—

ბათუმში ავტომობილი 6 წლის გოგოს დაეჯახა - ბავშვი გარდაიცვალა (ფოტო)

271
ბათუმში ავტომობილი 6 წლის გოგოს დაეჯახა - ბავშვი გარდაიცვალა (ფოტო)
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. 6 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. არასრულწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.

გოგო მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ.

''ბავშვებთან ერთად გადავდიოდით. მანქანა მოდიოდა, მე გავჩერდი გზის გამყოფ ხაზზე, ყურადღება მივაქციე უფროსს შვილს და ამ დროს მარია უკვე გამიფრინდა ხელიდან'' - იხსენებს გარდაცვლილი ბავშვის მამა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება, ამიტომ გადასასვლელი ხიდის გაკეთებას ითხოვენ.

ყვებიან, რომ ესტაკადის მშენებლობამდე აქ ქვეითთა გადასასვლელი იყო, თუმცა შემდეგ გაუქმდა და შესაბამისად მონიშვნებიც წაშლილია.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ​ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. (Ajaratv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →