—

რუსეთის მოქალაქემ თარჯიმანს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია

25
რუსეთის მოქალაქემ თარჯიმანს ხელი დაარტყა და უკრაინის დროშა ჩამოხია
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს, 21 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 19 მაისს, ბათუმში, თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა.

საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავდა.

როგორც ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი და ამავე ბიუროს თანამშრომელი ელენე ხაჯიშვილი მედიასთან აცხადებს, მოსამართლემ რუსეთის მოქალაქეს ქვეყნის პატივისცემისკენაც მოუწოდა. „როცა საქართველოში ხართ, პატივი უნდა სცეთ საქართველოსო, უთხრა“ – ამბობს ელენე ხაჯიშვილი.

რუსეთის მოქალაქემ თარჯიმანთან ბიუროში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“

ბიურის თანამშრომელმა ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. როცა ნანა წაქაძე ვიდეოგადაღება დაიწყო, სწორედ ამ დროს დაარტყა მას რუსეთის მოქალაქემ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის დროს სათარჯიმნო ბიუროში მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იმყოფებოდა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →