—

კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

12
კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

კლინიკა „ვივამედთან“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

კლინიკა „ვივამედთან“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ყოფნის 1 კვირის შემდეგ, მისი მხარდამჭერებისთვის უცნობია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ჩვენ გარდა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას პოლონეთში ასევე ითხოვენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ევროპარლამენტარები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ყველამ, მათ შორის amnesty international-მა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორებმა დაამტკიცეს, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა არაადამიანური მოპყრობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მოხდეს პოლონეთში მისი გადაყვანა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →