—

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყოველთვის ერთგული იყო თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის და ჩვენც იგივე პასუხისმგებლობა გვინდა ვნახოთ სომხეთსაც

16
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყოველთვის ერთგული იყო თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის და ჩვენც იგივე პასუხისმგებლობა გვინდა ვნახოთ სომხეთსაც
მოსასმენად დააჭირეთ

ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთს, დაიწყოს საზღვრების დელიმიტაცია. იმის გამო, რომ დაახლოებით 30 წელია, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, ისევე როგორც აზერბაიჯანის სხვა რეგიონებთან, რომლებიც ტერიტორიის 20 პროცენტს…

ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთს, დაიწყოს საზღვრების დელიმიტაცია. იმის გამო, რომ დაახლოებით 30 წელია, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, ისევე როგორც აზერბაიჯანის სხვა რეგიონებთან, რომლებიც ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, აშკარაა საზღვრების დელიმიტაციის საჭიროება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ლიტვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება InterPress.ge AZERTAC-ზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ აპრილის ბოლომდე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ეს სომხურ მხარესთან შეთანხმებული იყო. სხვათა შორის, პირველი შეხვედრის საზღვარზე გამართვის წინადადება სწორედ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემოგვთავაზა. აზერბაიჯანმა მიიღო შეთავაზება და ჩვენ მზად ვიყავით დელეგაციის გაგზავნისთვის. თუმცა, ბოლო დღეს - 29 აპრილს, სომხეთმა უკვე შეთანხმებული შეხვედრა გააუქმა. ეს ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია. კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იყო სომხეთის უარი 7-11 მაისს საზღვარზე ახალი შეხვედრის გამართვაზე, სომხეთის თავდაპირველი წინადადების საფუძველზე. ჯერჯერობით, სამუშაოს დასაწყებად სომხეთიდან ველოდებით ახალ თარიღებს. რადგან ასეთი უპასუხისმგებლო პოზიცია, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის ერთგულია თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის: თუმცა, ჩვენ იგივე პასუხისმგებლობა გვინდა ვნახოთ სომხეთსაც. ანუ, თუნდაც გარკვეული ოპტიმიზმი გვქონდეს, სომხეთის ხელისუფლების ასეთი მანევრები და ძალიან უცნაური ნაბიჯები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის გარკვეულ ნდობას.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →