—

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს, დაშავებულები კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადიან

18
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს, დაშავებულები კი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადიან
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ, ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული 6 მოქალაქიდან, 1 გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი 5 მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში.

„გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან.

დღესვე, დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ვიზიტი ქალაქ ტრაპიზონში, სადაც ის, გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, მოინახულებს დაშავებულ მოქალაქეებს”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →