—

მარნეულის მუნიციპალიტეტში თვითმკვლელმა ბიჭის ძმამ შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა

38
მარნეულის მუნიციპალიტეტში თვითმკვლელმა ბიჭის ძმამ შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაგანში 46 წლის რაუფ ბაირამოვმა თავი ჩამოიხრჩო.

InterPress.ge იტყობინება რომ, შემთხვევა 16 მაისს მოხდა.

მისი ცხედარი მისმა ძმამ სამად ბაირამოვმა სახლის სარდაფში იპოვა.

სამად ბაირამოვას თქმით, მან დედას უთხრა, რომ პოლიციამ სცემა და ქურდობაში ბრალის აღიარება სთხოვა.

„ჩემი ძმა გონებრივად შეზღუდული იყო. 13 მაისს ჩვენს სოფელში ქურდობა მოხდა. იმ სახლის პატრონმა, სადაც ქურდობა მოხდა, პოლიციას ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ქურდობაში ჩემი ძმაც მონაწილეობდა. ამის შემდეგ ჩემი ძმა პოლიციაში დაიბარეს და რამდენჯერმე დაკითხეს. როცა ჩემი ძმა პოლიციიდან სახლში დაბრუნდა, დედას და მეგობარს უთხრა, რომ პოლიციელებმა „წიხლებით და მუშტებით დაარტყეს“ და ქურდობის ბრალდების აღიარება მოითხოვა. 16 მაისს სარდაფში რომ შევედი სარდაფში ჩემი ძმა დავინახე, ბნელი იყო, ვთქვი რომ, აქ რას აკეთებ, ხმაჩემისგან ხმა არ ამოუღია, მერე დავინახე, რომ თავი ჩამოიხრჩო. სხეული ცივი ჰქონდა, მგონი ღამით თავი ჩამოიხრჩო. პოლიციის ცემის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ექსპერტიზის პასუხს ველოდებით“, - განაცხადა სამად ბაირამოვმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →