—

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია - ვცადოთ და წავიყვანოთ

24
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია - ვცადოთ და წავიყვანოთ
მოსასმენად დააჭირეთ

ვხედავ, რომ ჩემი შვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო - ექიმები თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვცადოთ და წავიყვანოთ , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული…

ვხედავ, რომ ჩემი შვილი უარესადაა, ვიდრე ადრე იყო - ექიმები თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვცადოთ და წავიყვანოთ , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალასანია ამბობს, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერს უკეთებენ, რაც შესაძლებელია და თავად პაციენტიც კმაყოფილია, თუმცა ვერ ჭამს და მდგომარეობა მძიმეა. ალასანიას თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაა.

„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმებიც მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია. ვფიქრობ, ყველაფერს სწორად უკეთებენ. მაგრამ ბევრი დიაგნოზია და ნელ-ნელა იმიტომ კეთდება. დრო სჭირდება. პრობლემა ისაა, რომ ვერ ჭამს.

საშინელი სისუსტე აქვს. ადამიანს ფერი არ აქვს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაუარესებული მდგომარეობა აქვს, თავად ექიმებიც ამბობენ. ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა გორის ჰოსპიტალში“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →