—

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს

47
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს და რუსეთის ფედერაციაში მისი მოქმედება აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“…

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, „აზოვის“ პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიაროს და რუსეთის ფედერაციაში მისი მოქმედება აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს განიხილავს.

„ინტერფაქსს“ აღნიშნული ინფორმაცია უზენაეს სასამართლოშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაიმართება.

„ადმინისტრაციული საქმის სასამართლო განხილვა უკრაინის სამხედრო ნაციონალისტური გაერთიანება „აზოვის“ ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი მოქმედების აკრძალვის შესახებ 26 მაისს, მოსკოვის დროით 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →