—

გურამ მაჭარაშვილი - სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს

18
გურამ მაჭარაშვილი - სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს
მოსასმენად დააჭირეთ

საერთაშორისო სასამართლომ „რუსთავი 2"- ის საქმეზე სახალხო დამცველის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მე…

საერთაშორისო სასამართლომ „რუსთავი 2"- ის საქმეზე სახალხო დამცველის, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, თუ ნიკა გვარამიას საქმე წავა საერთაშორისო სასამართლოში, ანალოგიური შემთხვევა გვექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "მთავარი არხის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთვის 3,6 წლით პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილი მიიჩნევს, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არადამაჯერებელი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

„ზედმეტი, მოჭარბებული ემოციები და პოლიტიკური განცხადებები არის უსაფუძვლო, ამ ყველაფერს წინ უსწრებს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არაკანონიერად იყო მიტაცებული, არის ობიექტური და სამართლიანი. მგონი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს ის, რომ საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს. საუბარი მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე უკვე არის მიუღებელი მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციას და მათ, ვინც ამბობდა რომ კანონიერად ფლობდა "რუსთავი 2"- ს, გადასცეს სავიზიტო ბარათი, რომლითაც დადგინდა, რომ არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედიასაშუალებებს, ამ ფონზე არავინ დაიჯერებს პოლიტიკურ დევნას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →