—

პირველ კვარტალში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფი ტემპით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა

12
პირველ კვარტალში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სწრაფი ტემპით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წელი პოზიტიურად დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 14.4% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო 2019 წელთან შედარებით…

საქართველოს ეკონომიკამ მიმდინარე წელი პოზიტიურად დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 14.4% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო 2019 წელთან შედარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 11.9% შეადგინა. მოცემული შედეგით კი საქართველო სამეზობლოში ზრდის ტემპით ლიდერია.

რაც შეეხება სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად, აზერბაიჯანის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა 7.7%-ია. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 54.1% აზერბაიჯანში უშუალოდ მრეწველობის დარგზე მოდის.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის ტენდეციის ხასიეთდება სომხეთის ეკონომიკაც. უფრო კონკრეტულად, იანვარ-მარტში ქვეყნის ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა. პანდემიმადელ პერიოდთან შედარებით ზრდამ კი 7.4% შეადგინა.

შესაბამისად გამოდის, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი სამეზობლოში საქართველოს აქვს. მსგავსი დინამიკა ნარჩუნდება პანდემიმდელ პერიოდთან შედარებით არსებული სტატისტიკების შემთხვევაშიც.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →