—

გიორგი ვაშაძე - საქართველო მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი - არც ერთგან საქართველო წარმოდგენილი არ არის!

9
გიორგი ვაშაძე - საქართველო მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი - არც ერთგან საქართველო წარმოდგენილი არ არის!
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! - ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი - არც ერთგან საქართველო…

საქართველო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავს! - ეს არის “დიდი შვიდეულის“ შეკრება და ნატო-ს მინისტერიალი - არც ერთგან საქართველო წარმოდგენილი არ არის! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, იქ არიან უკრაინა და მოლდოვა, ხოლო საქართველო - არა, “რაც კატასტროფაა“.

“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური, ანტიევროპული, ანტიამერიკული განცხადებების კეთება დაიწყო. ვეკითხები საზოგადოებას, არის თუ არა ეს დიდი თავის ტკივილი და დიდი ტრაგედია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის?! სამწუხაროდ, დიახ! როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?! - გასაღები არის მატყუარა ოცნებების პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, რომელიც დასავლურ ინტეგრაციის გზას უფრო და უფრო გვაცილებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ხელისუფლება გაცილებით უფრო სწრაფად შეიცვლება და სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე მას წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს.

შეგახსენებთ, რომ “დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ.

Sky News-ის ინფორმაციით, უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში, მაგრამ ექსპორტი შავ ზღვაში რუსეთის ყოფნის გამო შეფერხებულია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ამასთან, Sky News-ი წერს, რომ შეხვედრას დაესწრებიან უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმ შეშფოთების ფონზე, რომ არსებობს მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების საფრთხე.

სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →