—

გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია მიეცემა თუ არა კლინიკაში შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში

23
გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია მიეცემა თუ არა კლინიკაში შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია მიეცემა თუ არა კლინიკა „ვივამედში" შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება სააკაშვილი…

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია მიეცემა თუ არა კლინიკა „ვივამედში" შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

„ექიმებისგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს. მათი მხრიდან ვისმენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს. 9 არის უკვე დიაგნოზი, ამიტომ არის საჭირო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დღეს გადაიყვანეს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →