—

მიხეილ სარჯველაძე - ყველა ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, მტრულად განწყობილია ქვეყნის მიმართ

18
მიხეილ სარჯველაძე - ყველა ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, მტრულად განწყობილია ქვეყნის მიმართ
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოში ომის დაწყებაზე საუბარი, ქვეყნის მტრობაა.

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა.

სარჯველაძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას, რომელიც მან „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა.

„მიუხედავად ნაციონალობისა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მოქალაქეობისა, ყველა ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის მტრულად განწყობილია საქართველოს მიმართ. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საქართველოს მტრობაა. შესაბამისად, რომელი ნაციონალობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის. ესაა ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს ინტერესების მტრობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →