—

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ გერმანიაში ჯარის რაოდენობას ამცირებს

155
დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ გერმანიაში ჯარის რაოდენობას ამცირებს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-ს გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცი გაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-ს გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცი გაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანია არ ასრულებს ნატო-ს მოთხოვნას თავდაცვის სფეროს დაფინანსების შესახებ.

„ჩვენ გერმანიას ვიცავთ, ისინი კი ვალდებულებას არ ასრულებენ. ვაპირებთ, ჯარის რაოდენობა 25 000-მდე შევამციროთ,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კიდევ ერთი ბრალდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის მიმართ გააჟღერა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხს უკავშირება : „ისინი ვაჭრობის საკითხში ძალიან ცუდად გვექცევიან,“- განაცხადა ტრამპმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში The Wall Street Journal-მა და Der Spiegel-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიიდან ჯარის ნაწილის გამოყვანას აპირებდა. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან 9500-მდე სამხედროს გამოყვანას აპირებდა, Der Spiegel-ის ინფორმაციით კი, წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს.

ცნობისათვის, ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34 000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →