—

გიული ალასანია - ეტყობა აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გამოყვანას - ჩემთვის დღის წესრიგში რჩება მისი საზღვარგარეთ გაყვანა

42
გიული ალასანია - ეტყობა აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გამოყვანას - ჩემთვის დღის წესრიგში რჩება მისი საზღვარგარეთ გაყვანა
მოსასმენად დააჭირეთ

დღის წესრიგში ჩემთვის, რა თქმა უნდა, რჩება საზღვარგარეთ გადაყვანა - ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული…

დღის წესრიგში ჩემთვის, რა თქმა უნდა, რჩება საზღვარგარეთ გადაყვანა - ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას კლინიკა “ვივამედთან“ განაცხადა, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა სწორედ დღეს მოხდება.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილმა წონაში დაიკლო და უჭირს სიარული.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში იმ დიაგნოზებით, რაც მას აქვს, შეუძლებელია.

„დღის წესრიგში ჩემთვის, რა თქმა უნდა, რჩება საზღვარგარეთ გადაყვანა. ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი გახდება. ვხედავ, რომ ადამიანი სუსტად არის, წონა დაკლებული აქვს, სიარული უჭირს.

მე ამ კლინიკაზე [ვივამედი] კარგის მეტი არაფერი გამიგია. ნაწილობრივ მაინც, მისი მდგომარეობის გამოკვლევა უნდა მოხდეს. ვიცი, რომ ბევრი დიაგნოზი აქვს და ყველა ამ დაავადების აქ განკურნება, არა მარტო ამ კლინიკაში, საერთოდ საქართველოში, რამდენადაც ვიცი, არ შეიძლება. ამიტომ არის აუცილებელი, მისი გაყვანა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →