—

ჯანდაცვის მინისტრი - აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას - თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, მზად ვართ

17
ჯანდაცვის მინისტრი - აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას - თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, მზად ვართ
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ასევე დასაქმების სამინისტრო, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა…

ჩვენ, როგორც ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ასევე დასაქმების სამინისტრო, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური და მისი სამედიცინო დეპარტამენტი არის სრულიად კვალიფიციური იმისთვის, რომ ნებისმიერ პაციენტს მიაწოდოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით და კვლევებით.

„თუ იქნება იმის საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების მოწვევა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ.

ასევე ვიცით, რომ მას შეთავაზებული აქვს კვლევები სხვა კერძო კლინიკაში თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის კვლევები და ანალიზები პენიტენციურ სისტემაშიც უტარდება, რადგან საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები არიან და მაღალი დონის დანადგარები აქვთ იქ. იუსტიციის მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმებისთვის ეს შეთავაზებაც იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა აზარაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →