—

სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო ფქვილს

15
სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო ფქვილს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი თითქმის 11-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის მარტში ქვეყანამ 8 724 ტონა ფქვილი იყიდა, ჯამში 2,589 მლნ დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი პროდუქტის იმპორტმა შეადგენდა 806 ტონა…

საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი თითქმის 11-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის მარტში ქვეყანამ 8 724 ტონა ფქვილი იყიდა, ჯამში 2,589 მლნ დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი პროდუქტის იმპორტმა შეადგენდა 806 ტონა - 241,7 ათას დოლარი.

რაც შეეხება კონკრეტულად ქვეყნებს, საქართველომ 2022 წლის მარტში ფქვილი ძირითადად იყიდა - რუსეთში, რომელზეც მთლიანი იმპორტის 98,7% მოდის. მცირე რაოდენობით ფქვილი შეიძინა საფრანგეთში, თურქეთსა და იტალიაში.

4 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2021 წელს ხორბლის ფქვილი იყიდა:

  • რუსეთი - 8 612 ტონა, 2,507 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 291 დოლარი)
  • თურქეთი - 92 ტონა, 57,4 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 624 დოლარი)
  • იტალია - 12,5 ტონა, 14 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 166 დოლარი)
  • საფრანგეთი - 8 ტონა, 10,2 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 275 დოლარი)

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →