—

იაგო ხვიჩია - ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს - გამოსავალი არის მტრობის დამთავრება

14
იაგო ხვიჩია - ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს - გამოსავალი არის მტრობის დამთავრება
მოსასმენად დააჭირეთ

ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს - გამოსავალი არის მტრობის დამთავრება, მტრობა დამთავრდება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას" არ ექნება მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“…

ქვეყნის შიგნით მიხეილ სააკაშვილის ერთი საავადმყოფოდან მეორეში ტარებას, აზრი არ აქვს - გამოსავალი არის მტრობის დამთავრება, მტრობა დამთავრდება მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას" არ ექნება მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ციხის ექიმები მიიჩნევენ, რომ სტაციონარშია გადასაყვანი, თუნდაც დროებით, თუმცა, ეს არ უნდა იყოს გორი და გლდანი.

მისივე თქმით, სამედიცინო სერვისების მიწოდება საქართველოშიც არის შესაძლებელი, თუმცა, საზღვარგარეთ გადაყვანა მის გათავისუფლებას მოიაზრებს, რაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

„საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც" უნდა მივიდეს იმ გამოსავლამდე, რომელსაც კარგა ხანია ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. სააკაშვილი გაათავისუფლონ ყველაფრის გარეშე ძალიან გაუგებარი და აუხსნელია "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის იქნება აუხსნელი, რატომ აკეთებს ამას, თუ მტრობას არ ამთავრებს,"- აცხადებს ხვიჩია.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →