—

შალვა პაპუაშვილი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

15
შალვა პაპუაშვილი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

ის ვეტერანებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი.

„მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გილოცავთ! თქვენთან ერთად მინდა ვიყო იმ ემოციის თანაზიარი, რომელსაც 9 მაისი თქვენში იწვევს... როდესაც წამებში ცოცხლდება მოგონება - სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება.

9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას. დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

მინდა პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ. თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი. მადლობას გიხდით თავდადებისთვის! ეს დღე თქვენია, თქვენ მიერ მოპოვებული გამარჯვება კი მთელი კაცობრიობის!“,-წერს შალვა პაპუაშვილი.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →