—

კარლ ჰარცელი - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება

21
კარლ ჰარცელი - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება
მოსასმენად დააჭირეთ

ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნას მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით,- ამის შესახებ საქართველოში…

ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნას მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ელის, რომ დაცული იქნება სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ თავიდანვე იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ეს არის რასაც ჩვენ მათგან ველით და ჩვენ ასევე მათგან ველით, რომ იმოქმედონ მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობის შეფასების შესაბამისად. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნას მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →