—

პრემიერი: ეს არ იყო სრული "ლოკდაუნი" 

162
პრემიერი: ეს არ იყო სრული "ლოკდაუნი" 
მოსასმენად დააჭირეთ

საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა არ შეგვიზღუდავს, გარდა კომენდანტის საათისა, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის…

საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა არ შეგვიზღუდავს, გარდა კომენდანტის საათისა, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ფაქტობრივად სრული „ლოკდაუნი“ არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა მსხვილი ბლოკებით შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, არ შეგვიზღუდავს. ეს არ იყო სრული ლოკდაუნი. ამიტომ ამას თავისი კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდა. ჩვენ დღეს ცოტა უფრო წინ მივდივართ და ამ ყველაფერს ასე ვუყურებთ – ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში საარჩევნო წელია. სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრებითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. არჩევნები, თვითონ ეპიდემიის პირობებში, საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი უნდა დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა არჩევნების გამო ეპიდემიოლოგიური ან ვირუსის გავრცელების რაიმე საფრთხე იყოს მინიმიზებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →