—

„თავისუფლება მიშას“, „მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

20
„თავისუფლება მიშას“, „მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

„თავისუფლება მიშას“, „მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

„თავისუფლება მიშას“, „მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში, სამკურნალოდ გადაყვანა. როგორც ისინი ამბობენ, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რაშიც ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით გაიმართება.

„18 წლის წინ 6 მაისს, აჭარაში რაც ხდებოდა ყველას გვახსოვს, უნივერსიტეტთან დაიწყო აჭარის რევოლუცია, შეიკრიბა ათასობით ადამიანი. გახსოვთ, რომ აჭარა გამოყოფილი იყო სამშობლოსგან, ააფეთქეს ჩოლოქის ხიდი, აჭარაში რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ხელისუფლებაში.

ჩვენ არ გვინდა რუსეთი, ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნება. ამიტომ დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან სწორედ ქვეყნის აღმშენებლობა, ინსტიტუტების შექმნა მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ჩვენ ვალდებული ვართ მის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია”, - აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ, სადაც კარვების გაშლას გეგმავენ. ბათუმის უნივერსიტეტთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →