—

ამირან გამყრელიძე - თენგიზ ცერცვაძე ქვეყნის, თავისი საქმის დიდი პატრიოტია და არ მგონია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს

15
ამირან გამყრელიძე - თენგიზ ცერცვაძე ქვეყნის, თავისი საქმის დიდი პატრიოტია და არ მგონია, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს
მოსასმენად დააჭირეთ

თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, რომ არა მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის…

თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, რომ არა მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმი.

„თენგიზ ცერცვაძე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმი. თენგიზ ცერცვაძესთან მუდმივად მაქვს კონტაქტი. მქონდა კონტაქტი და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, თავისი საქმის, თავისი სისტემის, რომ არა მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო საზოგადოება ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოება.

„ვამაყობთ, რომ ამ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ვარ. სამედიცინო საზოგადოება ყოველთვის იდგა წინა ფრონტზე – დაწყებული სპიტაკის მიწისძვრიდან, 9 აპრილის პროცესებიდან, ომებიდან, რაც ჩვენ გადავიტანეთ და მათ ეკუთვნით მადლობა. შეცდომა, გადაცდომა ყოველთვის შეიძლება იყოს. ორი წელია, ჩვენ ვართ დიდი გამოწვევის წინაშე. რა თქმა უნდა, უნდა შეისწავლონ, ყველაფერი რაც ხდებოდა ამ 2 წლის განმავლობაში. თუ სადმე გადაცდომა იყო, ამაზე უნდა უყოს რეაქცია, მაგრამ ყოველთვის მადლობით უნდა დავიწყოთ“, – განცხადა გამყრელიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →