—

ნინო წილოსანი - მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ რა სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები

13
ნინო წილოსანი - მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ რა სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები
მოსასმენად დააჭირეთ

უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ კონკრეტულად რა სამედიცინო დახარება სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის…

უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუ ექიმები ისაუბრებენ კონკრეტულად რა სამედიცინო დახარება სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც აქ არ ეძლევა და უბრალოდ პოპულისტურად არ გამოიყურებოდეს მათი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს საზღვარგარეთ გადაყვანილი - ამ ყველაფერს მათი მხრიდან დასაბუთება ნამდვილად აკლია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები მისი იმ სამედინო დახმარების მიღებაში დარწმუნებას უნდა ეცადონ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიეწოდება.

"მე ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად აწუხებს, ალბათ იმ დასკვნამდე უნდა მივიდეს, რომ ურჩიოს და სთხოვოს, რომ თვითდაზიანების რეჟიმიდან გამოვიდეს და ის სამეიდიცინო მკურნალობა, დახმარება, თუ სერვისი, რომელიც მას პენიტენციურ სისტემაში მიეწოდება, მაქსიმალურად მიიღოს. იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ამით ის ჯანმრთელობას დაიზიანებს. რა თქმა უნდა, მისი ახლობლების ყურადღება და აქცენტი უნდა იყოს გადატანილი იმაზე, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნონ, რომ ამ მანიპულატორული რეჟიმიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმრისთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა და გარკვეულწილად მისი თავისუფლების შეზღუდვა და ამის გამო ჯანმრთელობის დაზიანება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება", -  განაცხადა ნინო წილოსანმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →