—

პაატა მანჯგალაძე - 21-ე საუკუნეში "ევროპის სახალხო პარტიის" მოწოდება არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ გარდაიცვალოს

21
პაატა მანჯგალაძე - 21-ე საუკუნეში "ევროპის სახალხო პარტიის" მოწოდება არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ გარდაიცვალოს
მოსასმენად დააჭირეთ

21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს "ევროპის სახალხო პარტიის" მოწოდება, რომ სერვისის არმიღების გამო, მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა…

21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს "ევროპის სახალხო პარტიის" მოწოდება, რომ სერვისის არმიღების გამო, მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში საქართველოში ან საზღვარგარეთ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს სახალხო დამცველის კონსილიუმის შეფასებას, რომ სააკაშვილს სამედიცინო სერვისი სჭირდება, ასევე მისი ექიმების განცხადებებს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს მძიმე შედეგი.

"მესამე პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო სერვისის მიღება. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები ამბობენ, ამ სერვისის მიღება მაღალი ხარისხით შეუძლებელია და ითხოვენ საზღვარგარეთ მის გადაყვანას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას, რომ ადამიანი არ გარდაიცვალოს ციხეში არასათანადო სერვისის არარსებობის გამო. "ქართული ოცნების" ამოცანაა მესამე პრეზიდენტი გატყდეს შინაგანად, ფიზიკურად და მორალურად", - განაცხადა მანჯგალაძემ.

"ევროპის სახალხო პარტია" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. პარტიის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია.

"ევროპის სახალხო პარტია" მმართველ პარტიას მოუწოდებს, სააკაშვილის საქართველოს ან საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა მოხდეს.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →