—

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

14
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პოლიტიკური პარტიების…

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, "ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება.

"სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს ძირითადი ფუნდამენტალური უფლების, სიცოცხლის დამცველი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სხვა რამეს, გვაქვს სახალხო დამცველის კვალიფიციური ექიმების დასკვნა მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მნახველებისგან, რომლებიც მასთან შედიან, გვაქვს ინფორმაცია, მდგომარეობა არის სავალალო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ, გავაგებინოთ ყველას მისი რეალური ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამიტომაც შევიკრიბეთ, დღეს არის პირველი შეკრება და გავაგრძელებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →