—

პრეზიდენტი: უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ

16
პრეზიდენტი: უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინელები ხანდახან უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, არა მარტო საქართველოსგან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.

„უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, არა მარტო საქართველოსგან. უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ, მათ შორის ბლინკენის მიმართ, როდესაც ის კიევში ჩადიოდა, უთხრეს: „ნუ წამოიღებთ შოკოლადებს, წამოიღეთ იარაღი“. მათ სურთ საქართველოსგანაც მიიღონ იარაღი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურად უყურებს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე საუბრობს. ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ბევრი შესაძლებლობა არ გვაქვს და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენი სოლიდარობის დონეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

(imedi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →