—

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა

29
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა
მოსასმენად დააჭირეთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ, ქვეყანაში 1 121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 42…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ, ქვეყანაში 1 121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 42 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 1 583 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 3 066 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 59-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 114 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია სამი დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ერთი საქმეა გახსნილი.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →