—

ორბელიანების სასახლეთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია „სიცოცხლისთვის!“ მიმდინარეობს

12
ორბელიანების სასახლეთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია „სიცოცხლისთვის!“ მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ს მხარდამჭერი აქცია „სიცოცხლისთვის!“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი…

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია „სიცოცხლისთვის!“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალოდ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

„მიშა არ არის კარგად, ცუდად არის. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე და ამაზეა საუბარი. ჩვენ მივმართეთ ყველას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება დაცული იყოს და ამის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ. მიხეილ სააკაშვილი უფრო უარესადაა, ვიდრე 2 დღის წინ იყო, სისუსტე აქვს და ძალიან რთულად გადაადგილდება. არავითარ გათავისუფლებას, ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, ადამიანს მკურნალობის საშუალება მიეცეს იმისთვის, რომ გადარჩეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდება, საპროტესტო აქციები დაიწყება.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →