—

მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი შენდება

15
მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი შენდება
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი შენდება. სტადიონი გათვლილია 2000 გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ტრიბუნით, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის…

მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი შენდება. სტადიონი გათვლილია 2000 გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ტრიბუნით, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო​ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები.

დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 9 პროექტი ხორციელდება. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება: ახალციხეში; ზუგდიდში; რუსთავში;. ბოლნისში; ქუთაისში; წნორსა და ხობში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →