—

სოზარ სუბარი - საქართველოში სუიციდის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს

14
სოზარ სუბარი - საქართველოში სუიციდის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება ჩართული იქნება ამ პროგრამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ…

საქართველოში სუიციდის პროგრამა მუშაობს ყველაზე კარგად, იმედი მაქვს, ეს არ დასჭირდება სააკაშვილს, მაგრამ თუ დასჭირდება ჩართული იქნება ამ პროგრამაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადაპტაციის აშლილობაზე საუბრობდა, რასაც სუიციდური ქცევაც ახასიათებს. სუბარი აცხადებს, რომ ციხეებში მისი მინისტრობის დროს სუიციდის პრევენციის პროგრამა „წარმატებით დაინერგა“.

„ადაპტაციური აშლილობა არ ვიცი, რას ნიშნავს, თვითონ განმარტავს ასე - დეპრესიული განწყობა, სუიციდური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ა.შ. ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება, როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე ვიდრე ციხეში მოხვდებოდა და არ ჩაიდონოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქრთველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული, საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში", - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, მისი თქმით, როცა ლაპარაკია სააკაშვილის წამებაზე, ეს უკვე გადავიდა ანეკდოტების და ხუმრობის სფეროში.

სოზარ სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იგეგმება.

კითხვაზე, მოინახულებენ თუ არა მას მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, სუბარი აცხადებს, რომ ეს ჟურნალისტების დასახელებული გვარებია, ხოლო თუ ვინ მოინახულებს, ეს მალე გახდება ცნობილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →