—

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, ერევანში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა, ბლოკირებულია ქუჩები

29
სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება, ერევანში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა, ბლოკირებულია ქუჩები
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მესამე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დილიდან ერევანში პარალიზებულია საავტომობილო მოძრაობა, ბლოკირებულია არაერთი ქუჩა და ხიდი.

მათივე ცნობით, ერთ-ერთ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სამშენებლო სპეცტექნიკით არის ჩახერგილი.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. ისინი მოძრაობის აღდგენას ცდილობენ.

როგორც მედია იუწყება, ამ წუთებში ჩახერგილია მოძრაობა ბაგრამიანის გამზირზეც. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლის გარეშე“.

შეგახსენებთ, სომხეთში ანტისამთავრობო აქცია პირველ მაისს დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანის და მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომას ითხოვენ. აქტივისტების თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მათი მოთხოვნის შესრულებამდე არ შეწყდება და აქციები მთელ ქვეყანაში გაიმართება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →