—

ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე

18
ბექა ლილუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია…

ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნით, რეალური პრობლემები გადაიფარება, რაც „ქართულ ოცნებას" აწყობს.

„ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ცოტა შეუთავსებელია და „ნაციონალური მოძრაობის" თანმიმდევრულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან მათ კომისიის შექმნის არგუმენტად გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მოჰყავთ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მათ შორის, სააკაშვილსაც, მაგრამ ეს არათანმიმდევრული და შეუთავსებელი არგუმენტია. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ სააკაშვილის ირგვლივ პროცესებით გადაფაროს რეალური დღის წესრიგი, პირველ რიგში, ეს ხელს აძლევს „ოცნებას“. მათ გაუხარდებათ ამ კომისიის შექმნა, რადგან ამის ირგვლივ მოხდება მთელი მედია რესურსის შეკრება და აბსოლუტურად გადაიფარება ჩვენი მოქალაქეების რეალური პრობლემები. ამიტომ, თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე, მგონი თქვა კიდეც, მე სიამოვნებით მოვუწერდი ხელსო,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კომისიის შესაქმნელად ერთი ხმა აკლდებათ და გახარიას გუნდს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →