—

დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო

39
დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო
მოსასმენად დააჭირეთ

ბევრ ქვეყანაში მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ატარებს პირბადეს - ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე, ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება,- აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა…

ბევრ ქვეყანაში მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ატარებს პირბადეს - ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე, ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება,- აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც.

„უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ავიცრათ. რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც. აცრა ერთ-ერთი მთავარი დამცველია. აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა, „ომიკრონის“ დროს კი მნიშვნელობა აქვს „ბუსტერს“.

იცით, რომ ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მეოთხე დოზით აცრა, განსაკუთრებით ხანდაზმული მოსახლეობის. ჩვენთანაც მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულზე.

რაც შეეხება მეორე მთავარ იარაღს, პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →